LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს შანსი იმუშაო ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაინფიცირდეს” – თენგიზ ცერცვაძე

“არ არსებობს შანსი იმუშაო ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაინფიცირდეს და ამის მაგალითია მსოფლიო,”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოში მედიკოსის დაინფიცირების ბოლო შემთხვევას გამოეხმაურა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას COVID-19 დაუდასტურდა

“ჩინეთში 3000 -ზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, იტალიაში ექვსი ათასზე მეტი, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია ევროკავშირის მოწინავე ქვეყანაზე, ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემით, ჩვენთან ჯერჯერობით , ზუსტად არ ვიცი, მაგრამ  2 ათეულის ფარგლებშია, რაც მე თუ მკითხავთ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მეტი სიფრთხილეა საჭირო”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში არცერთი ექიმი არ დაინფიცირებულა.

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ ექიმებს 24 საათიან რეჟიმში უხდებათ ინფიცირებულებთან ყოფნა, მათი მკურნალობა, ამიტომ წესების აბსოლუტურად დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.