LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: ეს კვირა და მომავალი ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ ქართველები, ჩვენ ვიზიარებთ ძალიან ბევრ გამოცდილებას, რომლებიც ქვეყნებმა გაიარეს, მათ შორის რამდენიმე ტელეხიდი გქვონდა ჩინეთთან, გერმანიასთან. ჩვენ, როდესაც დაგვიფიქსირდა შიდა გავრცელება, როდესაც ვერ გავედით პირველწყაროზე, ეს იყო 22-23 მარტი.  ყველა ქვეყნის გამოცდილება არის ის, რომ რომ პიკში შედიან შიდა გავრცელებიდან 6-8 კვირის განმავლობაში. ჩვენ ვართ ახლა მე-6 კვირაში. მაისის პირველი ორი კვირა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ძალიან ფრთხილად, ჩვენ ახლა პიკში შესული ვართ.

მოსახლეობამ განსაკუთრებულად დაუჭირა მხარი სადღესასწაულო დღებში ჩვენს მოწოდებებს – ,,დარჩი სახლში” და ,,სოციალური დისტანცირება”. ახლა სლოგანი ,,დარჩი სახლში” უნდა შეიცვალოს ახალი სლოგანით ,,ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად” , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

,,მოსაზრება, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი და შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, მცდარია. ეს უნდა ხდებოდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. ზოგიერთი შემზღუდავი ღონისძიებები, პირბადის ტარება დახურულ შენობებში, ხელების ხშირი დაბანვა და დამუშავება, ადამიანების დისტანცირება, კონფერენციების და დიდი ღონისძიებების ჩატარება, მთელი წელი დაგვჭირდება. ეს კვირა და მომავალი ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო გამოვიდეს ამ ეპიდემიიდან ნაკლები დაზიანებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.