2 თვეა არც ერთი შვილი არ მინახავს, ვცდილობ, არც სკაიპით ვეკონტაქტო, – ამის შესახებ პირველის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სამი შვილი მყავს. შუათანა, გიორგიმ მითხრა, მამა მოწყენილი, გატეხილი ხმა გაქვსო და ამის მერე გადავწყვიტე, რომ, მხოლოდ და მხოლოდ წამიერად დავინახო. ბოლო თვეებია, ძილი ცხოვრების სტილიდან ამოგდებული გვაქვს, ღამე მხოლოდ 2-3 საათი გვძინავს. სახლში კიბეზე რომ ავდივარ, ძალიან მიჭირს“, – აღნიშნა რატიანმა.
