LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდეც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ამავე მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.