თუ რამე კეთდება კარგი საქართველოში და კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში, ეს რატომღაც აღიზიანებს ჩვენს მეზობლებს, მივმართავ მათ, ქალბატონ ზახაროვასაც მოვიწვევ თუ აინტერესებს და ვაჩვენებ, რითი ვართ დაკავებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.
ამით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა რუსეთის თანამდებობის პირების მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვების შესახებ, რომელიც პერიოდულად კეთდება, პასუხი გასცა:
„კორონავირუსი ინფექციასთან ჯერ არ დამთავრებულა ეს ბრძოლა არც გლობალურად და არც ჩვენთან, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ რატომ არის ახლა საქართველო ცოტა უფრო წარმატებული, რატომ არის ცოტა შემთხვევები, რატომ არის ყველა შემთხვევა გამოვლენილი, რატომ არი ყველა შემთხვევა დადასტურებული. რატომ არიან ეს ადამიანები კარგად ნამკურნალევი, რატომ არის საქართველოში დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შედარებით ბევრ ქვეყანასთან და მათ შორის იმ ქვეყანასთან, რომელსაც ქალბატონი ზახაროვა წარმოადგენს…“
"არა, ბატონო, აღარ არის ეს უფროს-უმცროსობა, არის პარტნიორული ურთიერთობა. სიამოვნებით, თუ უნდათ პარტნიორული ურთიერთობა"
რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად, დავათვალიერებინეთ, გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია
„მივმართავ მათ, ქალბატონ ზახაროვასაც მოვიწვევ ლუგარის ლაბორატორიაში თუ აინტერესებს. მათი წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები ბევრჯერ არიან ნამყოფი აქ და იციან რითი ვართ დაკავებული. ჩვენ დაკავებული ვართ სამეცნიერო კვლევითი მუშაობით., რომელიც ადგება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეპიდემიებთან ბრძოლას, ეპიდემიების პრევენციას. მაღალი დონის სამეცნიერო, კვლევითი სამუშაოების ჩატარებას, ბევრ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას. გვიხარია, რომ ლუგარში და დაავადებაა კონტროლის ცენტრში იზრდება ძალიან ძლიერი ახალგაზრდა ქართველების თაობა, ახალგაზრდა მეცნიერების თაობა. რომელთაც აქვთ საშუალება, რომ იმუშაონ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში. რა არის ამაში ცუდი გამაგებინეთ? ალბათ არ უნდათ მათ, რომ საქართველო ვითარდებოდეს და საქართველო განვითარდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
