კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 3 308 772 -ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ზე განახლდა. “კოვიდ 19”-მა 234 133 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი მილიონს გადააჭარბა და 1 042 993-ს მიაღწია.
ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კლინიკებში 50 937 მძიმე და 1 980 709 საშუალო სიმძიმის პაციენტი მკურნალობს.

