LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვედური მოდელი მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური“ – ზურაბ გურული

ქართველი ემიგრანტი ექიმი ზურაბ გურული, რომელიც ბოლო დროს ქართველ ექიმებს კორონავირუსის წინააღმდეგ პლაქველინის აქტიური გამოყენებითვის აკრიტიკებს, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის შვედურ მოდელზე გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ შვედი ხალხისთვის შეიძლება იყოს იდეალური.

„მჯო-ს ექსპერტ, დოქტორ რაიანის განცხადების თანახმად შვედური მოდელი იდეალურია. მაგრამ რამდენად იმუშავებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს მოდელი? დიდი ალბათობით შვედური მოდელი მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური, რადგან რისი განხორციელებაც მოხერხდა შვედეთში, იმას სჭირდებოდა შვედური სამოქალაქო დისციპლინა და პოლიტიკური სისტემა.
ისევ ისტორიას თუ მივუბრუნდებით და ესპანური გრიპის დროინდელ შედეგებს გადავხედავთ, მკაცრმა რეგულაციებმაც და ლიბერალურმა რეგულაციებმაც ზუსტად ერთნაირი შედეგი მოიტანეს მსხვერპლის თვალსაზრისით. ე.ი. არც ერთი უკიდურესობა არ მუშაობს და ოქროს შუალედია მოსანახი. ეს შუალედი კი რეგულაციების მუდმივი და მოქნილი ცვლილებები უნდა იყოს, რომლის დროსაც საკარანტინო ღონისძიებები ხან უნდა შემსუბუქდეს, ხანაც გამკაცრდეს; იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელების ტემპები.
ჯერჯერობით ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ ემორჩილება პრევენციის უკვე ჩამოყალიბებულ მეთოდებს. მთავრობებმა უნდა მიიღონ ლოგიკური და აზრიანი რეგულაციები, რათა მოქალაქეებს მათ მიმართა აგრესია, უნდობლობა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. მხოლოდ ამ გზით იქნება მოსახერხებელი ვაქცინის შექმნამდე (ან ვირუსის მოულოდნელ გაქრობამდე ) მინიმალური დანაკარგებით მიღწევა“, – წერს გურული სოციალურ ქსელში.

რატომ არ იყენებს კორონავირუსთან ბრძოლის მკაცრ ზომებს შვედეთი

შვედეთის ხელისუფლების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია ქვეყნის 2 800-ზე მეტი. გარდაიცვალა 70 ადამიანი.