LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად არის თუ არა ბიზნესი მუშაობის განახლებისთვის: ჯარიმები იგივეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების საქმიანობაც.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად მზად არიან კომპანიები უსაფრთხოების ნორმების და რეკომენდაციების დასაცავად.

სამშენებლო კომპანია m2-ში განგვიცხადეს, რომ ყველა მუშა პირბადით იქნება უზრუნველყოფილი.

„პირველივე დღიდან, კომპანიამ მიმართა უსაფრთხოების ყველა ზომას და ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, შესაბამისად ყველა მუშა პირბადით მუშაობს და ობიექტზე იყენებენ სადეზინფექციო ხსნარებს“, – განგვიცხადეს კომპანიაში.

2021 წლისთვის "M კვადრატის" პორტფელში ...

 

ერთ-ერთ კერძო ავტოსარემონტო კომპანიაში გვითხრეს, რომ აპირებენ, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ყველა ხელოსანს ექნება პირბადე და გამოიყენებენ სადეზინფექციო ხსნარს. უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაძლიერება ფასზე არ აისახება.

LivePress.Ge | მუშაობის განახლება ...

რამდენიმე კვირაში იგეგმება სალონების გახსნაც. თუმცა ვარაუდობენ, რომ მომსახურების საფასური გაიზრდება. სალონების მეპატრონეებს მოუწევთ, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად პირბადები, ფარები და რაც ყველაზე მთავარია სადეზინფექციო ხსნარი გამოიყენონ.

სოციალური პარიკმახერის გახსნა ...


„ფორტუნა“ რესტორნების ქსელ “ანტრესაც“ დაუკავშირდა. 

„ანტრე“ ვარაუდობს სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან ერთად მხოლოდ გარე მაგიდები დატოვოს ექსპლუატაციაში და ამასთან დისტანცია მაქსიმალურად დაიცვას. თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

Entree - შესრულებულია გემოვნებით

 

პრემიერმა ყველა ბიზნესის წარმომადგენელს მოუწოდა, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. 

„ფორტუნას“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ჯარიმა ამ შემთხვევაში, ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობის დარღვევის შემთხვევაში, 3 ათასი ლარია ფიზიკურ პირზე და 15 ათასი ლარი – იურიდიულზე.