საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ავიაკომპანია Belavia-მ 3 მაისს შეასრულა პირველი ეპიზოდური ჩარტერული რეისი მინსკი-თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული რეისით, ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში საქართველოს 153 მოქალაქე დაბრუნდა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Belavia მინსკი-თბილისის რეისს შეასრულებს 10 და 17 მაისსაც.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
