კახეთის რეგიონი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. საწყის ეტაპზე შიდა ტურიზმის აღდგენა მოხდება. საკითხზე დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
„ტურისტული სეზონისათვის აქტიურად ვემზადებით. სასტუმროებს იმასთან დაკავშირებით აქვთ მომართვა, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ იმ პროტოკოლების გათვალისწინებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას აქვს დადგენილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ პირობებში, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის. ვფიქრობ, ბევრი სასტუმრო, რომელიც ბრენდი არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ ტურისტულ რუკაზეც, ძალიან მაღალ დონეზე ემზადება იმისთვის, რომ როგორც კი, საშუალება ექნება ქვეყანას, შეარბილოს აკრძალვები, კახეთი კვლავ გახდეს ტურისტებისათვის მიზიდულობის ცენტრი“, – აღნიშნა ქადაგიძვილმა.
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე ეს იქნება შიდა ტურიზმი, ვინაიდან ამჟამად მსოფლიოში მიმოსვლა შეჩერებულია.
