შეუთავსებელის შეთავსების სურვილი გამომგონებლებს ალბათ საბურავის შექმნის დღიდან აწუხებთ. საავტომობილო სამყაროში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს სხვადასხვა ავტომობილი სჭირდება და ერთ მოდელს ყველა როლის შეთავსება გაუჭირდება.
ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად Lamborghini Urus, რომელსაც რამდენიმე მანქანის ფასი აქვს და მის შეძენას ყველა ვერ შეძლებს.
სწორედ ამიტომ, საავტომობილო ატელიები უნიკალური ავტომობილის შექმნას უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ, თუმცა მრავალფუნქიური მოდელის შექმნის სურვილი ზოგჯერ არც თუ ისე წარმატებულად მთავრდებოდა.











