LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად Toyota Corolla–ს მალე სპორტული ვერსიაც ექნება

კომპანია Toyota–მ პოპულარული სედანის Corolla სპორტული ვერსია დაამზადა და დასაწყისისთვის მას ტაივანელ ავტომოყვარულებს შესთავაზებს. სიახლეს არამხოლოდ ვიზუალური მხარე არამედ, ტექნიკური შიგთავსიც მთლიანად შეუცვალეს.

სტანდარტული Toyota Corolla–ს ყიდვა ტაივანში 23,4 ათას დოლარადაა შესაძლებელი, ხოლო სპორტული Corolla Altis GR Sport–ის ფასი კი 4,3 ათასი დოლარით მეტი იქნება. 27,7 ათას დოლარად მყიდველი სპორტულ ძარას, ახალ წინა ბამპერს, 17 დიუმიან საბურავებს, ორ ფერში შესრულებულ სალონს და ძალიან მოდურ სავარძლებს მიიღებს.

მთელი რიგი მოდერნიზაციების დამსახურებით Corolla Altis GR Sport მოსახვევში ბევრად უფრო მანევრირებადია, მისი მართვაც ბევრად უფრო ემოციურია.

ბაზარზე ძრავის ორი ვარიაცია იქნება ხელმისაწვდომი – 122 ძალის ჰიბრიდი, 1,8 ლიტრის მოცულობის ძრავით და 140 ძალის „ატმოსფერული“ აგრეგატი, რომელსაც იგივე მოცულობა ექნება.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ Corolla პლანეტაზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია და მისი მსოფლიო გაყიდვები რამდენიმე მილიონს აღწევს.