ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ 15 ინფიცირებული პირი იმყოფება.
აჭარაში კორონავირუსი საერთო ჯამში კორონავირუსისგან 40 პირი გამოჯანმრთელდა.
