LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცხადებული პანდემიის ქრონიკა: რა საჭიროა 6-7 მილიარდი მოსახლეობა

არაერთი მეცნიერის მტკიცებით, კორონავირუსი არ არის ბუნებრივი ვირუსი. ის ხელოვნურად შეიქმნა. მისი შემქმნელების მიზანი კი დედამიწაზე თავიანთი წესების დამკვიდრებაა.

კორონავირუსის გარშემო გავრცელებული არც ერთი შეთქმულების თეორია დამტკიცებული არ არის. თუმცა ისინი არსებობენ და მათი უარყოფა ან დადასტურება მხოლოდ დროს შეუძლია.

გთავაზობთ, ერთ-ერთ თეორიას, რომლის მიხედვით პანდემიის იდეა დიდი ხნის წინ შეიქმნა და კიდევ დიდხანს არ დასრულდება.

კორონავირუსი მთელ მსოფლიოში

თეორიის მიხედვით, არ არის საჭირო დედამიწაზე 6 და 7 მილიარდი მოსახლეობის არსებობა. როგორც უკვე დაადასტურა ისტორიამ, ომით ამ პრობლემის მოგვარება ეფექტიანი არაა. რა მოხდება, რომ გავავრცელოთ რაიმე სახის პანდემია, რომელიც პრობლემებს დაახლოებით ისევე გადაწყვეტდა, როგორც მსოფლიო ომი?

კარანტინის დროს მიიღება ისეთი ზომები, რომლის შემდეგ მსოფლიო აბსოლუტურად სხვანაირი იქნება.

თავიდან უნდა შეიქმნას ვირუსი, მას სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს, სასურველია 10 პროცენტამდე და ინკუბაციის პერიოდი 14-დან 30 დღემდე უნდა ჰქონდეს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავრცელდეს.

აღნიშნულ ვირუსს უნდა ჰქონდეს რთული ბიოლოგიური კოდი, რომ მისი ამოცნობა პირველი ერთი წელი გაუჭირდეთ. ვირუსს უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივი გრიპის ნიშნები.

ჩინეთს ბრალი მასობრივი ...

გამოკეტილი მოსახლეობა იმედის თვალით შესქერის ვაქცინის შექმნას. ვაქცინის შექმნა კი მაქსიმალურად ჭიანურდება იმისთვის, რომ ვირუსი მსოფლიოში, რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს.

ამბობენ, რომ საჭიროა მოხდეს შვიდი მილიარდი ადამიანის ვაქცინაცია იმისთვის, რომ მიიღონ ერთი, სწორედ ის ოქროს მილიარდი.

საშუალო კლასი არ იარსებებს.

თუ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ რობოტები ადამიანებს თავისუფლად ჩაანაცვლებენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროცესიდან უნდა მოაშორონ.

ამ სიტუაციაში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი ონლაინ გაკვეთილებით შეიცვალა.

დისტანციური სწავლება. როგორ ...

დისტანციური განათლება კი გლობალისტების ოცნებაა, რადგან დისტანციური სწავლება ჯერ ერთი იაფია და მეორეც ნაკლებხარისხიანი. იმისთვის, რომ სამეცნიერო სფეროს მონოპოლიზაცია მოხდეს, საჭიროა, რომ ძველი განათლების სისტემა დაიმსხვრეს.

შეიქმნება ფსევდოვაქცინა, რომელიც 6-დან 12 თვემდე იქნება ეფექტური. ხალხი, ვინც მას გაიკეთებს, ახლობლებს ეტყვიან, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ შეიძლება სიტუაცია უფრო გართულდეს.

9 წლის ასაკის გოგონების ...

მაღალი ეშელონებისთვის კი სხვა ტიპის, უფრო ეფექტიანი და მაღალი ხარისხის ვაქცინა შეიქმნება.

სიკვდილიანობა გაიზრდება და ამას დააბრალებენ ვირუსის მუტაციას.

მსოფლიო რომ პანდემიის შემდეგ შეიცვლება, ამას ბევრი ამბობს და იმასაც დასძენენ, რომ მსოფლიო სხვა ეპიდემიებისთვის მზად უნდა იყოს.

ვარაუდობენ, რომ პანდემიის შემდეგ შემოთავაზებული იქნება ერთიანი, მსოფლიო ხელისუფლება, იმისათვის, რომ მსოფლიო პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდეს.

ასევე შემოიღებენ ერთიან, მსოფლიო ვალუტას და ერთიან მართვის სისტემას.

ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ განვითარებულ მოვლენებს და პანიკას არ ავყვეთ. რადგან  როგორც ამბობენ, პანიკაში მყოფ ადამიანს ვირუსი ადვილად ერევა.