“სოციალური დისტანცირება დიდხანს მოგვიწევს”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტერის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სოციალური დისტანცირების დაცვის რეკომენდაცია არა იქნება მხოლოდ ზაფხულში, არამედ ეს აუცილებელი იქნება შემოდგომაზეც.
„სოციალური დისტანცირება, როცა ვამბობთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად, ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება. ეს არ იქნება მხოლოდ ზაფხულში. დამერწმუნეთ, ეს აუცილებლად იქნება შემოდგომაზეც. მაგალითად „ესპანკა“ გაგრძელდა 2 წელიწადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
