LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქალს კვლევა გუშინ ჩაუტარდა და დღეს დილით COVID- 19 დაუდგინდა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი, ვისთანაც მას შემხებლობა ჰქონდა და სავარაუდოდ, მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„ქალბატონი, რომელიც არის სამედიცინო პერსონალი და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, სავარაუდოდ კვალს მივყავართ აქეთკენ, რომ ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობდა და საგარეჯოში იყო ჩამოსული, სადაც მისი საცხოვრებელია. ამ ქალბატონს კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. გაფართოებული და მიზანმიმართული კვლევები მთელი კახეთის მასშტაბით ტარდება, განსაკურებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალზე. დღეს დილით დადებითი პასუხი მივიღეთ. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ყველა კონტაქტის ძიება. ყველა კონტაქტი მოძიებულია, როგორც ოჯახის, ასევე სხვა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე თბილისშიც. ტესტები აღებულია და გაგზავნილია. ალბათ, ხვალ დილით პასუხები მზად იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.