LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსი პრაქტიკულად დამარცხებულივითაა – მარინა ენდელაძე

„საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „postv“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება – ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს.

„ამ ვირუსთან გათამამება არ შეიძლება, მიღებულმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ ასეთი მშვენიერი შედეგი გვაქვს. გავრცელებულია ინფორმაციაა, რომ ეს ინფექცია არაფერი არ არის, მართლაც რომ არაფერი იყოს, ის ძალიან ხანგრძლივია. ვირუსი ორგანიზმიდან ადვილად არ გადის“, – აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.