LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე მერვე დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

უკვე მერვე დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილით აღებული 24-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია – „ცხელების ცენტრებში“ დღეს გადაყვანილ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება დაინფიცირებულებს, კლინიკა „მედალფაში“ პაციენტების რაოდენობა 15-მდე შემცირდა, მათგან ერთის მდგომარეობა დამძიმდა, ის მართვით სუნთქვაზეა.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი გამოკვლევების ფარგლებში აღებული ანალიზების პასუხები.