LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირად რეიტინგს არ ვუყურებ, მაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე – ამირან გამყრელიძე

“არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არც ჩემს პირად რეიტინგს ვუყურებ. არ მაინტერესებს. მე მაქვს პასუხისმგებლობა. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე,” – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ისინი  24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობის ნდობა ჩვენი ცენტრის მიმართ გავამართლოთ. ვიმუშაოთ 7/24-ზე და მთავარი მიზანი არის, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

“აცრები ბავშვებში უნდა გაგრძელდეს კოვიდის პირობებშიც” – ამირან გამყრელიძე

მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში დღეს პანდემიასთან საბრძოლველად ჩართულია უზარმაზარი აპარატები და როგორც წესი ამ საკოორდინაციო საბჭოებს ხელმძღვანელობენ ქვეყნის პირველი პირები, შესაბამისად, კოვიდინფექციასთან ბრძოლა არ არის არც ერთი ინსტიტუტის, ან ერთი-ორი ადამიანის პასუხისმგებლობა.

კორონამ სამყარო შეარყია, კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის – ამირან გამყრელიძე