LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნულის გამო მაიკ პენსის აიოვაში გამგზავრება გადაიდო.

ცნობისთვის, კორონავირუსი 7 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწესაც დაუდასტურდა. რის შემდეგაც მაიკ პენსსა და დონალდ ტრამპს ტესტი ჩაუტარდათ, ანალიზებმა კი უარყოფითი შედეგი აჩვენეს.