LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება კორონავირუსი შემოდგომასა და ზამთარში დაბრუნდეს, ისევე როგორც ბრუნდება ნებისმიერი რესპერაციული ინფექცია – გამყრელიძე

“შეიძლება კორონავირუსი შემოდგომასა და ზამთარში დაბრუნდეს, ისევე როგორც ბრუნდება ნებისმიერი რესპერაციული ინფექცია,” – ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანა ზამთრისთვის უნდა მოემზადოს.

პირად რეიტინგს არ ვუყურებ, მაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე - ამირან გამყრელიძე

"ვცდილობთ, მოსახლეობის ნდობა ჩვენი ცენტრის მიმართ გავამართლოთ. ვიმუშაოთ 7/24-ზე და მთავარი მიზანი არის, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“

„თუ ვაქცინა მანამდე იქნა ეს ძალიან კარგი იქნება, თვითონ სისტემა უნდა იყოს მომზადებული. ვაქცინა შემოდგომისთვის ვერ შეიქმნება იმ რაოდენობით, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეყოს. ამას დრო სჭირდება…უნდა მოხდეს ექიმების გადამზადება, პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შევსება, რადგან კოვიდი შეიძლება ისევ დაბრუნდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მეცნიერების ვარაუდებზეც ისაუბრა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ “ზაფხულში ამ დაავადებამ შესაძლოა სერიოზული შეღავათი მოგვცეს, მაგრამ როგორც კი ვირუსი ოდნავ მინელდება ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების უფლება, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ შემოდგომისა და ზამთრისთვის.”