LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში გამოკვლეული 926 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

ბოლო ორ დღეში მარნეულში 926 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

მუნიციპალიტეტის ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის პისიარკვლევა უკვე დასრულდა.

ამასთან, მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ შესულა. შესაბამისად, კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ნიმუშები არ გაგზავნილა.