LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 მარტის შემდეგ პირველად იტალიაში გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიაში 14 მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, იკლებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა.

ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსი 802 ადამიანს დაუდასტურდა.

2 155-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 105 186 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან იტალიაში კორონავირუსი სულ 219 070 პაციენტს გამოუვლინდა.