LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქამდე უცნობი ფოტოები: ბერა მშობლებთან და დიდ ოჯახთან ერთად

მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი – ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე Tik Tok-ზე გამოჩნდნენ, მათ საერთო გვერდზე ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეო იდება. წყვილი საკმაოდ აქტიურობს სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზეც.”

დღემდე პოპულარულია ბერას ვიდეო მამასთან, თუმცა ათიათასობით მოწონებებს აგროვებს ნანუკა გუდავაძეც. წყვილის ერთობლივ გვერდზე უკვე არაერთი სახალისო ვიდეო დევს, სადაც მათი ვაჟი – ბერუკაც ხშირად მონაწილეობს. ის 2019 წლის ნოემბერში მოევლინა ქვეყანას და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნანუკა გუდავაძის მორიგი ვიდეო, რომელმაც ათიათასობით მოწონება დააგროვა

როგორ შეიცვალა ბერასა და ნანუკას ცხოვრება დაქორწინების შემდეგ – ვიდეო

თვითიზოლაციის პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურობა დღეს თითქმის არავის უკვირს, თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილების ოჯახი გადაღებებს საკმაოდ დიდ დროს უთმობს.

გთავაზობთ, აქამდე უცნობ ფოტოებს, რომელიც “ინსტაგრამზე” ბერას გულშემატკივართა გვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.