ტელეწამყვანი ნებისმიერ ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, თიკაც გააქტიურდა სოციალურ ქსელებში.
ტელეწამყვანმა “ინსტაგრამზე” ახალი ფოტოები განათავსა, სადაც საზოგადოებას მისი ახალი იმიჯი გაუმხილა.
საქმე იმაშია, რომ თიკამ თმა ქერად შეიღება. როგორც სოციალურ ქსელში მისი პოსტის კომენტარებიდან ჩანს, გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა და თავად ტელეწამყვანიც შედეგით კმაყოფილია.

https://www.instagram.com/p/CADJEhXBW66/?fbclid=IwAR1kodzKdo4UWMCDLhqR-mtV0ixvYS86xvNAagqYZpMSKeaSejnlMsSflIQ
