LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის პრაქტიკულად აღარ იყო კოვიდინფიცირებული” – რას ჰყვება ცერცვაძე გარდაცვლილ მე-11 პაციენტზე

დღეს გარდაცვლილი პაციენტი, პრაქტიკულად, აღარ იყო კოვიდინფიცირებული, ის „კოვიდისგან“ განიკურნა და ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გადაცემა “მოამბეს” წამყვანის კითხვას, თუ რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა დღეს 81 წლის მამაკაცს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტს დაზიანებული ჰქონდა ფილტვები და აღენიშნებოდა რიგი სხვა პრობლემები.

„დღეს გარდაცვლილ პაციენტს ჩვენ ვიცნობდით, ბათუმში ყოფნის დროს გავეცანით. ეს იყო ძალიან მძიმე პაციენტი. მას ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა და განსაკუთრებით კომპრომეტირებული ჰქონდა ფილტვების სასუნთქი სისტემა. ეს პაციენტი, პრაქტიკულად, აღარ იყო კოვიდინფიცირებული. ის „კოვიდისგან“ განიკურნა და ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ფილტვების იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, განსაკუთრებით, ასაკის გათვალისწინებით. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში.

“ქართველებს აქვთ ერთი დამახასიათებელი ჩვევა, იციან თავდადება როდის არის საჭირო, ამის გამოძახილია დღევანდელი სიტუაცია” – კახა იშხნელი

კორონავირუსი ამ დრომდე შეუსწავლელია,შეიძლება ნებისმიერ დროს შემოგვიბრუნდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 638 გახდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 317 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 11. კარანტინის რეჟიმში 4 769 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 414.

“ეს თუ საქართველოს გამოუვიდა, ის მსოფლიო ტურიზმის ბაზარს დაიპყრობს” – რას წერენ საქართველოზე