LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიძლევით არანაირ პირობას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა: ტიკარაძე

დღესდღეობით მთავრობის მხრიდან გადადმული ნაბიჯები, რაც შეზღუდვების მოხსნას ეხება, გამომდინარეობს იქიდან, რომ რეალურ დროში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი დღესდღეობით არის 0,38, რაც გვაძლევს იმის საშუალებასა და უფლებას, რომ ჩვენს მთავრობამას მივცეთ საშუალება და გავცეთ რეკომენდაცია, რომ უკვე არის ის დრო, რომ დავიწყოთ გარკვეული ეკონომიკური აქტივობები და მოვხსნათ შეზღუდვები -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებთ. ვინაიდან, გვაქვს რამდენიმე დღე დაკვირვებისთვის, ჩვენ წინასწარ არ ვიძლევით არანაირ პირობას იმისას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, თუმცა დაკვირვება გრძელდება და თუ ჩვენ 3-4 დღის განმავლობაში გვექნება სრულიად თავისუფალი დღე ინფიცირებული პაციენტებისგან, მერე გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე“- აღნიშნა მინისტრმა.