დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მისმა მოადგილემ და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ მიმოიხილეს და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სამივეს რეგიონი მწვანე ზონად რჩება.
“სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნა ზახაშვილი არის, მწვანეა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატა იმნაძის გურიაც მწვანეა, მე მგონი, მიკერძოებას დაგვაბრალებენ ,”- განაცხადა გამყრელიძე.
ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, კორონავირუსის გამო დაზიანებით პირველ ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი და მას მოსდევს თბილისი. მისივე თქმით, „საბედნიეროდ გვაქვს რეგიონები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეხებია კოვიდი“.
ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, რომ ადამიანები ამ პერიოდში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას მაქსიმალურად უნდა დააკვირდნენ, რათა არცერთი სიმპტომი არ გამორჩეთ.
ვთხოვ ყველა მშობელს, ბავშვებს ასაკობრივი, კალენდარული აცრები გაუკეთეთ - პაატა იმნაძე
იმნაძის თქმით, შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა შეზღუდვების პერიოდში აცრა გამოტოვა, რადგან საავდამყოფოებში მისვლა გაუძნელდათ...
იხილეთ უფრო ვრცლად დღევანდელ ონლაინ პრესკონფერენციაზე გაკეთებული სხვა მნიშვნელოვანი განცხადებები:
დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან…კარგია სუფთა ჰაერზე” – იმნაძე
ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა: გამყრელიძე
პაატა იმნაძე გირჩევთ: როგორ უნდა დაგეგმონ ბავშვიანმა ოჯახებმა ზაფხულის სეზონი
