LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სუპერ-პუპერ რაკეტას ქმნის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სუპერ-პუპერ რაკეტას ქმნის. ამის შესახებ მან თეთრ სახლში აშშ-ის კოსმოსური ძალების ახალი დროშის წარდგენისას ისაუბრა.

ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

ტრამპი ამბობს, რომ რაკეტა ანალოგებთან შედარებით 17-ჯერ უფრო სწრაფია.

„ახლა წარმოუდგენელ სამხედრო ტექნიკას ვქმნით. მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ. ამის წინ გავიგე, რომ 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დღეს არსებული რაკეტები“, – განაცხადა მან.

აშშ-ს პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს რაკეტა რუსეთის და ჩინეთის რაკეტებზე ბევრად უფრო სწრაფი იქნება:

„რუსეთს რაკეტები აქვს, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია, ჩინეთი მუშაობს რაკეტებზე, რომელიც 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფია. ჩვენი კი 17-ჯერ უფრო სწრაფია. ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რაკეტაა“, – დასძინა მან.