“ჩემთვის, ისე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების,” – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება.
ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება – მდინარაძე ოქრუაშვილი-უგულავას შეწყალებაზე
ამასთან, კახა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება არ გამოუვიდა.
„მე რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე, დღესაც გავაკეთე აქცენტები ამაზე. უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაზე, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად მიმართული იყო იმაზე, რომ არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილება რომელზეც იყი საუბარი, ვერ განხორციელებულიყო. ეს სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ. არავითარი უკანდახევა და თავდახრა, ჩვენ არჩევნებზე ვაჩვენებთ თუ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.
ისინი უკვე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
