LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძის ვარაუდით, პირბადე საჭირო აქსესუარი 1-2 წელი მაინც იქნება

„ვერ გეტყვით, რომ პირბადე მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო აქსესუარი გახდება, მაგრამ რაღაც პერიოდი ასე იქნება. მე მგონია, რომ დაახლოებით, 1-2 წელი“, – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა POSTV-ს ეთერში გააკეთა.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ასეთ მასშტაბებს თავდაპირველად არავინ ელოდა.

საქართველოს კი იმიტომ აქვს ეს შედეგი, რომ ქვეყანამ დროულად დაიწყო კორონავირუსთან ბრძოლა.