LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ – იმნაძე

“ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ,” – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსი დიდი ალბათობით ზამთარში შემობრუნდება.

„ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ. ვირუსი არის, ის არსად გამქრალა. ამიტომ ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ ის შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ვირუსი შემობრუნდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.