ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან კიდევ ორ კონტაქტს დაუდასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის და და სიძე არიან.
როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათ სავარაუდოდ, რუხის კლინიკაში გადაიყვანენ.
ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ასევე გრძელდება ლაბორატორიული კვლევები კონტაქტებთან და პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილას გახდება ცნობილი.
42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს, სადაც მას PCR კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. „კოვიდ-19“ დაუდგინდა ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს.
ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის 25 კონტაქტი, მათ შორის 15 არასრულწლოვანი, კარანტინშია გადაყვანილი.
