LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ აქცია გაიმართა

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ონლაინ აქცია გაიმართა.

იმის გამო, რომ თემის წევრები და აქტივისტები წელს მსვლელობას ვერ მართავენ და ონლაინსივრცეში იკრიბებიან, თბილისი პრაიდის გადაწყვეტილებით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქალაქეებმა საკუთარი სახლებიდან ლგბტ+ თემის მთავარი სიმბოლო, ცისარტყელის დროშები გადმოკიდეს. ამ ფორმით მათ თემის წევრების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ აუცილებელია, ქვეყანაში შეკრების თავისუფლება – ნებადართული, ლგბტ თემის უსაფრთხოება კი  დაცული იყოს.

“პანდემია აუცილებლად დასრულდება, ჰომოფობიაც!”, – ეს არის წლევანდელი აქციის მთავარი სლოგანი.

ღონისძიებაში მონაწილეობდენ როგორც ქართველი აქტივისტები, ისე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი.