LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ შორს ვართ რომ პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

“პანდემია დასრულებულად გამოცხადდება მაშინ, როცა სრულად კონტროლირებადი იქნება. კერძოდ, როცა შემთხვევების რაოდენობა ერთეული იქნება და ახალი ცხელი კერები აღარ წარმოიქმნება,”- ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, “კოვიდ 19”-ის პანდემიას დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

“დღეს კორონავირუსი ბევრ ქვეყანაში აღმავლობის რეჟიმშია. ჯერ შორს ვართ რომ პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემია კონტროლირებადია, მაგრამ როცა ეს ქვეყნები საზღვრებს გახსნიან, ვირუსის ახალი ტალღების და გავრცელების რისკი ისევ იარსებებს“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა.