LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, რომ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს – კულუმბეგოვი

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში – ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ. ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

“შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა. მთავარი აქცენტი გაკეთებული უნდა იყოს დეზინფექციაზე და კონტროლიორების რაოდენობის გაზრდაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.