საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
