LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია.

“გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მძღოლები არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, 400-მდე ასეთი მძღოლი გამოვიკვლიეთ და აქედან არის ეს სამი შემთხვევა. ისინი იყვნენ კარანტინში და საფრთხეს არ წარმოადგენენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დილის მონაცემებით 796 შემთხვევა იყო დადასტურებული. დღეს საღამოს კი ოთხი ახალი შემთხვევა დაემატა და ამ დროისთვის საქართველოში 800 ადამიანია დაინფიცირებული.