LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 2  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვა 796-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულრა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა და არსებული მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსი მთლიანობაში უკვე 634-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 12 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 2508, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.