დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, ეს მოვლენა ადამიანებში აგრესიისა, დეპრესიის და სხვადასხვა ცდუნების ალბათობას გაზრდის. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას გარკვეულ პრობლემას შეუქმნის, რაც შესაძლოა თავის ტკივილების, უგუნებობისა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს, ამიტომ მეტად დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა გამოიყენეთ. ნუ დაეყრდნობით ემოციებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ქორწინებისთვის, მცენარეების მოვლისათვის, პარფიუმერიისა, კოსმეტიკის, ტანსაცმლისა და ავეჯის შესაძენად.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემა.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, წითელი და შავი. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და თოპაზი.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა ლომისა და სასწორისათვის, დაძაბული დღე კუროს, კირჩხიბისა და თხის რქისათვის.
