LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაილის შრიფტით ძველი აღთქმის პირველი წიგნი დაიბეჭდა

უსინათლოებისა და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის საქართველოში ძველი აღთქმის პირველი წიგნი დაიბეჭდა. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნის პრეზენტაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა. სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, მხედველობადაქვეითებული ქვეყანაში დაახლოებით 600-მდე პირია, აღნიშნული პროექტით კი მათ საშუალება ეძლევათ რელიგიური რწმენა გაიმყარონ, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.

“საქართველოში არის 600-მდე უსინათლო, მათ შორის შედის სკოლა-პანსიონის რამდენიმე ათეული ბავშვი. ბრაილის შრიფტის წამკითხველი, თუ არ ვცდები, დაახლოებით არის 60-70 კაცი. ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ მათთვის არის ეს პროექტი. მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით რწმენის და რელიგიის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ყოფილიყვნენ”, – განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

პრეზენტაციას სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.