პატარა ნანუკა, რომელიც 5 წელი ლეიკემიას ებრძოდა, დაავადებისგან განიკურნა. გოგონას დედა, მარინა მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ახლა სრულიად ჯანმრთელია.
“მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. ამ სიხარულს გულში ვერ ვიტევ, მინდა ხმით ვიყვირო. 2015 წლის 12 ივნისი საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ის დღე, როცა ჩემს ერთადერთ შვილს 5 წლის ნანუკას საშინელი დიაგნოზი – ლეიკემია დაუსვეს. ჩემთვის ცხოვრება თითქოს დამთავრდა, თავზე ჩამომენგრა ყველაფერი, მაგრამ არ დავნებდით, ვიბრძოლეთ… და ახლა -2020 წლის 12 ივნისს, 5 წლის, ბევრი უძილი ღამისა და ბევრი ცრემლის, დარდისა და ვაების შემდეგ, გათენდა ეს დღეც, რომ დამთავრდა ყველაფერი. ახლა ბედნიერი დედა ვარ. ნანუკა სრულიად ჯამრთელი მყავს.
ამ წლების განმავლობაში 9 თვე ნახევარი ვიწექით იაშვილს კლინიკაში, ქიმიის სამი კურსი გაიკეთა. ძალიან მძიმედ მყავდა. 3 თვე ჩაწოლილი იყო, ვერც დადიოდა… თუმცა ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ნანუკას ჯამრთელს დავიბრუნებდი.
მინდა გავამხნევო ის დედები, ვინც ახლა იბრძვის – ლეიკემია ინკურნება…”-ამბობს მარინა მოსიაშვილი.
წყარო:mshoblebi.ge
