ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშის წარდგენისას საზოგადოებას რობოტი „პეპერი“ წარუდგინა.
„მიხარია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და მინდა, გითხრათ, რომ შემთხვევით არ არის არჩეული ეს ლოკაცია, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ ხუთი თვის განმავლობაში „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო საკარანტინო ზონა და უკვე რამდენიმე დღეა ისინი ემზადებიან სტუმრების მისაღებად და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური იქნებოდა, სწორედ ამ ადგილიდან გაგვემართა ეს ღონისძიება. დღეს გვაქვს ჩვენ რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე „პეპერი“. რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. ახლა სწავლობს ქართულს და სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაში დაგვეხმარება. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ .
„Thank you misis minister, გამარჯობა საქართველო“ , – ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც „პეპერისგან“ მოვისმინეთ.
„პეპერი“ პრემიერ გიორგი გახარიას გამოსვლიდან შეეცადა, სცენიდან გასულიყო, მაგრამ დაეცა.
„გადარჩა, როგორც ჩანს, რაღაც არ მოეწონა ჩემს ნათქვამში“, – აღნიშნა პრემიერმა.
ტიკარაძე დაგვპირდა, რომ პეპერის შესაძლებლობებს მომავალში აუცილებად გაგვაცნობს.

