LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen კლიენტებს საშუალებას მისცემს, რომ თავისი ავტომობილი თავადვე ააწყონ, ოღონდ ამისთვის ფულის დამატება მოუწევთ

კომპანია Volkswagen–მა თავისი კლიენტებისთვის ახალი სერვისი დაიწყო. ელექტრონული ჰეტჩბეკის e-Golf–ის დამკვეთებს საშუალება მიეცემათ, რომ ქარხანაში მოხვდნენ და თავისივე მანქანის აწყობაში მონაწილეობა მიიღონ. რა თქმა უნდა, ასეთი გამოცდილება უფასო არ იქნება და მათ დამატებით 215 ევროს გადახდა მოუწევთ.

კონცერნის ტერიტორიაზე მოხვედრა მკაცრად გაკონტროლდება. ვიზიტორთა ოთხკაციანი ჯგუფი ავტომობილის აწყობის 5 ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. ავტომფლობელებს საშუალება მიეცემათ, რომ მთელ პროცესს დააკვირდნენ, ფარების დაყენებაში და ძარის მონტაჟში თავისი წვლილი შეიტანონ.

ელ–ქარის აწყობის ხუთი ეტაპი 2,5 საათი გაგრძელდება. გარდა ამისა, სტუმრებს პროფესიონალი გიდი ექსკურსიასაც ჩაუტარებს და სუვენირებსა და სასმელზე 10%–იანი ფასდაკლების ბარათს გადასცემს.