LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყარო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა ცოტა ხნის წინ დადასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტეს, ინფიცირებული პირის წყარო ცნობილია და ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ ადამიანების მოძიება, ვისაც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 896 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 741 ,  14 კი გარდაიცვალა.