თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან ჭავჭავაძეზე მოძრაობა სრულად აღდგება, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოძრაობა ჯერჯერობით მაინც მერიის ინსტრუქციის მიხედვით მოგიწევთ.
დედაქალაქის მთავრობის ცნობით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 და N140 ავტობუსებისმოძრაობა აღდგებათბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად -ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, რის შემდეგაც, სატრანსპორტო მოძრაობა საგზაო მონიშვნების შესაბამისადგანხორციელდება.
ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზეN4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსებისაგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
"ვაკელებო ვინც უთავმოყვარეოდ კიდევ ამ ხელისუფლებას მისცემთ ხმას კინწისკვრით ხართ გასაყრელი ამ ფრონცკი უბნიდან"
"უკვე ერთი საათია ვაკის უგზო—-უკვლო საცობთა ჯუნგლებში დავხეტიალობთ. "
შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ შემდეგი მიმართულებებით:
ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნებაკეკელიძის, მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას კიფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრამიშველაძის, ბერძენიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებით იქნება დასაშვები.
კეკელიძის ქუჩაზე მოხვედრას მძღოლები აბაშიძის ქუჩიდან შეძლებენ, ხოლო კეკელიძის ქუჩის გავლით,ფალიაშვილის ქუჩაზემოძრაობა თავისუფალიიქნება; ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებადასაშვები იქნება მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით.
თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ვაკის პარკის, ასევე, ვარაზისხევის მიმართულებებით.
