LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

“24 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,”-ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.