LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება – პაატა იმნაძე

“100 კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება,”-ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ POSTVის ეთერში გააკეთა.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში რამდენიმე ბიზნესსექტორია დარჩენილი, რასაც ფუნქციონირება არ განუახლებია.

როგორც კი, დაკეტილი ბიზნესსექტორი ამუშავდება, მერე ქორწილების საკითხზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ვიცი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელოდება ამას და უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, რაოდენობა გაიზრდება. შევჯერდებით რამდენ ადამიანამდე გაიზრდება ქორწილებში სტუმრების რაოდენობა, მაგრამ 100 კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება. თუ მოვდუნდებით, მერე ვეღარ გავაჩერებთ და ამიტომ ჯობია თადარიგი დავიჭიროთ“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.