LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და მთლიანობაში 943-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საიტის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი უკვე 821-მა ადამიანმა დაამარცხა.

ინფიცირების 15 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 3080, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.