გლდანში ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „ფორტუნას“ პედიატრიულ კლინიკა “პრივატში” განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ კაბინა არ ჩამოსულა. ბავშვი კი შევიდა და შახტაში ჩავარდა.
მომხდარის შედეგად 6 წლის ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო. კლინიკაში მშობლებმა გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
